სიახლეები
28 ივნის საქართველოს უნივერსიტეტში Srartup Nest - ის ფინალში გაიმართა 11 გუნდის იდეის პრეზენტაცია, საიდანაც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი სახელწოდებით - „DentTourism”, რომელსაც საქათველოს უნივერსიტეტისგან ბიზნესის განსავითარებლად 5000 ლარი გადაეცა. “DentTourism”-ის იდეა წარმოადგენს სტომატოლოგიური ტურიზმისთვის განკუთვნილი ვებ-პორტალის შექმნას.
ფინალური შერჩევის ჟიურის წევრები იყვნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები: საქართველოს უნივერსიტეტი, „ბორჯომი“, საბვეი, ბიზნეს კონსულტანტი დავით კენჭაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
Startup Nest-ი პირველად საქართველოს უნივერსიტეტის მიერ განხორცილედა იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს საჭირო უნარების განვითარების და ბიზნეს იდეების რეალიზაციის საშუალებას ეძლეოდეთ. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო აქსელერატორებთან, რადგან საქართველოს სტარტაპებმა შეძლონ Startup Istanbul-ზე და Ventire Day-ზე გამგზავრება და მონაწილეობის მიღება.